Saturday, April 13, 2019

ტრენინგის მე - 9 დღე

ტრენინგის მეცხრე დღე საინტერესო იყო. თითოეულმა მასწავლებელმა ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ. ტრენინგის მონაწილეებმა წარმოადგინეს განსახორციელებელი პროექტები. ,,მოვიარე სიმღერით მთელი  საქართველო", ,,ბაზილიკა",  "ჩემი სახელი მსოფლიოში", "ტოლერანტობა", "დედამიწის მაგნიტური ველი", ,,Apple" გუშინ, დღეს და ხვალ", "ვისაუბროთ ქართულად". მე გამოვყოფდი ტრენინგს "მოვიარე სიმღერით მთელი საქართველო", რადგან დღეს აქტუალური პრობლემაა ელექტრონული, მძიმე მუსიკის მოსმენა, რაც უმახინჯებთ მუსიკალურ გემოვნებას ახალგაზრდებს. ამიტომ ხალხური სიმღერების წინ წამოწევა, პოპულარიზაცია შეუცვლის გემოვნებას ახალგაზრდებს. უფრო დიდ ყურადღებას დაუთმობენ ეროვნულ სიმღერებს. ეს კი გარდა სიამოვნებისა, ყველა ქართველის ვალიცაა. 
ვიმუშავეთ ბლოგებზე.  ერთმანეთის ბლოგებზე პროექტის შესახებ გავაკეთეთ კომენტარები. 
            დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის! მის ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.

Sunday, April 7, 2019

ტრენინგის მე - 8 დღე

დღევანდელი დღე უზომოდ დატვირთული გვქონდა.მეცადინეობა დავიწყეთ გამეორებით, შემდეგ კი ვიმუშავეთ ფასილიტაციის ნიმუშის შექმნაზე.
ამის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდეები, თითოეულს დავარქვით შესაბამისი სახელები. ამის შემდეგ გავეცანით თეორიულ მასალას, თუ როგორ ავტვირთოთ პროექტი ბლოგზე. დღემ საინტერესოდ ჩაიარა, მადლობა ქალბატონ ქეთის 

Saturday, April 6, 2019

ტრენინგის მე - 7 დღე

დღევანდელი დღე იყო შრომატევადი. დავიწყეთ გამეორებით. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. გავეცანით სსსმ დავალებებს და ჩვენც მოვამზადეთ ერთი დავალება. ვუმუშავეთ პრექტის გეგმაზე, სადაც გავწერეთ პროცედურები. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მე - 6 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.
გადავედით მოსწავლის პრეზენტაციაზე, რომელიც გამომადგება გაკვეთილზე.
გავეცანით ეფასების რუბლიკებს,რომლებსაც გამოვიყენებ გაკვეთილის მსვლელობის დროს. ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო დღისთვის. 

Saturday, March 30, 2019

ტრენიგის მე - 5 დღე



დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. განვიხილეთ  ლიტერატურული შაბლონები. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. დავწერეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის,ამას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მე - 4 დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი. გავეცანით კითხვის სახეებს, რომელმაც გამიადვილა პროექტისთვის საჭირო კითხვების მოფიქრება. ამ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან ყოვედღიურად. ასევე მნიშვნელოვანი უყო დროში გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც ასევე გამოვიყენე პროექტისთვის და ვფიქრობ, ამის მერე უფრო გამიადვილდება სხვა პროექტების შეფასება. საჭირო და დროული ინფორმაციით დატვირთული მივდივარ სახლში. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე


დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ word - ში მუშაობის სხვადასხვა საკითხები. გავეცანით სხვადასხვა სახის ბუკლეტს. ბოლოს დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელზეც მუშაობა იყო საინტერესო და სახალისო. მადლობა საინტერესო დღისთვის.