Sunday, March 31, 2019

ტრენინგის მე - 6 დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გამეორებით.
გადავედით მოსწავლის პრეზენტაციაზე, რომელიც გამომადგება გაკვეთილზე.
გავეცანით ეფასების რუბლიკებს,რომლებსაც გამოვიყენებ გაკვეთილის მსვლელობის დროს. ვიმუშავეთ პროექტის პროცედურებზე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის საინტერესო დღისთვის. 

Saturday, March 30, 2019

ტრენიგის მე - 5 დღე



დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. განვიხილეთ  ლიტერატურული შაბლონები. დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. დავწერეთ კომენტარები. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის,ამას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.

Sunday, March 24, 2019

ტრენინგის მე - 4 დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და შრომატევადი. გავეცანით კითხვის სახეებს, რომელმაც გამიადვილა პროექტისთვის საჭირო კითხვების მოფიქრება. ამ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან ყოვედღიურად. ასევე მნიშვნელოვანი უყო დროში გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც ასევე გამოვიყენე პროექტისთვის და ვფიქრობ, ამის მერე უფრო გამიადვილდება სხვა პროექტების შეფასება. საჭირო და დროული ინფორმაციით დატვირთული მივდივარ სახლში. მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Sunday, March 17, 2019

ტრენინგის მეორე დღე


დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ word - ში მუშაობის სხვადასხვა საკითხები. გავეცანით სხვადასხვა სახის ბუკლეტს. ბოლოს დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელზეც მუშაობა იყო საინტერესო და სახალისო. მადლობა საინტერესო დღისთვის.


Saturday, March 16, 2019

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანით ინტელით სწავლების ძირითად კურს.  გავეცანით სახელმძღვანოს, საიდანაც ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილი (პროექტის გეგმის შაბლონი, შეფასების სქემები, პორტფოლიოს ჩეკლისტი და ა.შ.), რომლებიც იყო ბევრი ახალი ინფორმაცვიის მომცემი და აუცილებლად გავითვალისწინებ პროექტის დაგეგმვისას როგორც დავალების შესასრულებლად, ასევე მოსწავლეებთან.